პუტინი ქალი რომ ყოფილიყო, ამ გიჟურ, მაჩო ომს არ წამოიწყებდა - ჯონსონი

პუბლიკა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში არ შეიჭრებოდა ქალი რომ ყოფილიყო და მიაჩნია, რომ ეს ომი „ტოქსიკური მასკულინობის საუკეთესო გამოხატულებაა“.

როგორც The Guardian წერს, ბორის ჯონსონმა ამის შესახებ „დიდი შვიდეულის“ სამიტის შემდეგ გერმანულ მედიაგამოცემა Schloss Elmau-თან ისაუბრა და უკრაინაში რუსეთის შეჭრას „მაჩო ომი“ უწოდა.

„პუტინი ქალი რომ ყოფილიყო, რომელიც ის, რა თქმა უნდა, არ არის, მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ისეთ გიჟურ, მაჩო, დამპყრობლურ ომსა და ძალადობას არ წამოიწყებდა, როგორიც დაიწყო.

თუ გაინტერესებთ ტოქსიკური მასკულინობის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი, ესაა ის, რასაც პუტინი უკრაინაში სჩადის“, – თქვა ბორის ჯონსონმა.