თბილისის რკინიგზის სადგურში თბილისი-ბათუმის მატარებელი „გლოვოს“ კურიერს დაეჯახა. კურიერი კლინიკაში გადაიყვანეს. გუშინ გვიან ღამით გახდა ცნობილი, რომ კურიერი კლინიკაში დაიღუპა.
როგორც კლინიკის წარმომადგენელმა მედიას უთხრა, კურიერს მრავლობითი დაზიანება ჰქონდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, სავარაუდოდ, კურიერი ლიანდაგზე გადადიოდა.