მინიმუმ 40 ადამიანი დაიღუპა და 45 დაშავდა ეგვიპტის ქალაქ გიზაში ეკლესიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად. ინფორმაცია Reuters-ს უსაფრთხოების ორმა წყარომ დაუდასტურა.
მათი თქმით, ხანძარი ელექტროგაყვანილობის გაუმართაობამ გამოიწვია, ეკლესიაში მესის დროს 5000 ადამიანი იყო შეკრებილი.
როგორც როიტერსმა გაარკვია, ხანძარმა ეკლესიის შესასვლელი გადაკეტა, რამაც ჭყლეტა გამოიწვია. დაღუპულთა უმეტესობა ბავშვები არიან.