უჯარმაში, მდინარე იორის არხში, 16 და 20 წლის ძმების ცხედრები იპოვეს.
ძმების სამძებრო სამუშაოები გუშინ დაიწყო.
„ძმები ბებია-პაპასთან იყვნენ სტუმრად. ნათესავთან ერთად საბანაოდ წავიდნენ, სწორედ ამ დროს ერთ ძმას ფეხი დაუცურდა და ჩავარდა, მეორე ძმა მიეხმარა და ორივე წყალმა წაიღო. ნათესავმა შეგვატყობინა, ჩვენ კი სამაშველო სამსახურს შევატყობინეთ. დროულად მოვიდა ჯგუფები, მაგრამ სამწუხაროდ, ტრაგედია მოხდა”, – აცხადებს „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, სოფელ უჯარმაში საგარეჯოს მერის წარმომადგენელი, ზურაბ შინდელაშვილი.