თურქეთში, ქალაქ გაზიანთეფში ავარიის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა

პუბლიკა

თურქეთში, ქალაქ გაზიანთეფში ავარიის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა და 21 დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალი ამბების ერთ-ერთი სააგენტოვტს აომობილს სამგზავრო ავტობუსი დაეჯახა.

არსებული ინფორმაციით, დაღუპულებს შორის სამი მეხანძრე, ოთხი ექიმი და საინფორმაციო სააგენტოს ერთი თანამშრომელია.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში, ქალაქ გაზიანთიფში ავტოსაგზაო შემთხვევის გამო თურქეთის ხელისუფლებას და დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.

„ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და მეგობრებს. ყველა დაშავებულს ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას. საქართველო თურქეთის გვერდით დგას ამ მწუხარების დროს“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.