უკრაინა დარია დუგინას მანქანის აფეთქებასთან კავშირს უარყოფს

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინას დარია დუგინის მანქანის აფეთქებასთან კავშირი არ აქვს.

„ხაზს ვუსმამ, რომ უკრაინას, ამასთან არანაირი კავშირი არ აქვს, რადგან ჩვენ არ ვართ კრიმინალური სახელმწიფო, როგორადაც რუსეთის ფედერაცია გვევლინება და მით უმეტეს, არ ვართ ტერიორისტული სახელმწიფო“, – განაცხად

რუსეთში, მოსკოვის მახლობლად კრემლის იდეოლოგის, ვლადიმერ პუტინის ახლო გარემოცვის წევრის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის, დარია დუგინას მანქანა აფეთქდა.

BBC-ის ცნობით, აფეთქების შედეგად, სავარაუდოდ, დარია დუგინა დაიღუპა.

ინფორმაციას ადასტურებს რუსული პროპაგანდისტული არხის Russia Today-ის მთავარი რედაქტორი, მარგარიტა სიმონიანი.

დარია დუგინა მხარს უჭერდა რუსეთის უკრაინაში შეჭრას.

ამ წლის დასაწყისში ის აშშ-ის და ბრიტანეთის მიერ სანქცირებულთა სიაში მოხვდა. დუგინა რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით ონლაინ დეზინფორმაციას ავრცელებდა.

მაისში, ერთ-ერთ ინტერვიუში დარია დუგინამ უკრაინაში რუსეთის ომი აღწერა, როგორც „ცივილიზაციათა შეჯახება“ და გამოხატა სიამაყე, რომ მასა და მამამისს დასავლეთმა სანქციები დაუწესა.

ა პოდოლიაკმა.