უკრაინის ქალაქ ხარკოვზე რუსული საარტილერიო თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის ცნობით, დაშავებულია შვიდი ადამიანი.
უკრაინული მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგად ხანძარი საცხოვრებელ კორპუსში გაჩნდა, რაც ნიშნავს, რომ დაშავებულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.