ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მედიკამენტებზე ფასის შემცირების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრო წამლებზე რეფერენტული ფასის დადგენის მიმართულებით მუშაობს და რეფორმის ფარგლებში, მედიკამენტების ღირებულებაზე ზედა ზღვარი დაწესდება. მათი თქმით, რეფორმის შედეგად ქვეყანაში წამლის ფასი მნიშვნელოვნად გაიაფდება.
სამინისტროს ინფორმაციით, პარალელურად ქვეყანაში თურქეთიდან მედიკამენტების შემოტანა გრძელდება. მათი თქმით, საქართველოს მოქალაქეებმა მედიკამენტებში 80 მილიონ ლარამდე დაზოგეს.
ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის თქმით, თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად, საქართველოს მოსახლეობა წლიურად, დაახლოებით, 180-დან 200 მილიონ ლარამდე დაზოგავს.