რუსები ლუჰანსკიდანაც გარბიან - ლუჰანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

პუბლიკა

ლუჰანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი აცხადებს, რუსები ლუჰანსკის რეგიონიდანაც გარბიან. ინფორმაციას Ukrainska Pravda ავრცელებს.

„რუსები გარბიან არა მარტო სვატოვოდან, სტარობელსკიდან, ტროიცკიდან, არამედ აგროვებენ ნივთებს და ტოვებენ 2014 წლიდან ოკუპირებული ლუჰანსკის ოლქის უკრაინულ ქალაქებს, ალჩევსკს და ლუჰანსკს, ასევე აგროვებენ ნივთებს და ოჯახებს აგზავნიან რუსეთში“, – განაცხადა გაიდაიმ.

მისი თქმით, არ უნდა იყოს მოლოდინი იმისა, რომ ხვალ გათავისუფლდება ლუჰანსკის რეგიონი, თუმცა პროგრესი არის ძალიან დიდი.

„ბრძოლა საკმაოდ მძიმეა, მაგრამ დამპყრობლები ყველა დასახლებული პუნქტიდან გარბიან. უახლოეს მომავალში, შესაძლოა, ხვალაც კი, საოცარ ამბებს გავიგებთ სვატოვოდან, კრემენნაიადან, რუბიჟნოედან“, – განაცხადა გაიდაიმ.