ვაფასებთ ჩვენს ტერიტორიაზე უსაფრთხოების საკითხზე შსს-ის რეაგირებას - აშშ-ის საელჩო

პუბლიკა

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მათ ტერიტორიაზე სამართალდამცავების მობილიზებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას ეხმაურება.

ტელეკომპანია „მთავარმა“ რამდენიმე საათის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საელჩოში ევაკუაცია გამოცხადდა, ადგილზე კი გამნაღმველები მუშაობდნენ.

ამერიკის სააელჩოში ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა მადლობას უხდიან სამართალდამცავებს გაწეული საქმიანობისთვის,

„აშშ-ის საელჩო აფასებს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ გაწეულ მხარდაჭერასა და თანამშრომლობას, დღეს საელჩოს ტერიტორიაზე უსაფრთხოების საკითხზე რეაგირების კუთხით”, – ნათქვამია საელჩოს გავრცელებულ შეტყობინებაში.

„პუბლიკა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. ინფორმაცია პასუხის მიღებისთანავე განახლდება.

როგორც „მთავარი“ აცხადებდა, მათი ინფორმაციით, სამაშველო სამსახურში შევიდა შეტყობინება, რომ სავარაუდოდ საელჩოს ტერიტორია  დანაღმული იყო.

განახლება: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მედიას უთხრეს, რომ 112-ში შესული ზარის საფუძველზე გამნაღმველებმა ადგილზე ჩაატარეს საჭირო სამუშაოები და არ აღმოჩნდა საეჭვო არაფერი.