მადლობა სპეცოპერაციაში მონაწილე ყველა ადამიანს - „საქართველოს ბანკი“

პუბლიკა

„საქართველოს ბანკი“ სპეცოპერაციაში მონაწილე ადამიანებს მადლობას უხდის.

„ბოროტმოქმედი დაკავებულია, ყველა მძევლად აყვანილი უდანაშაულო ადამიანი კი – თავისუფალი. მადლობა სპეცოპერაციაში მონაწილე ყველა ადამიანს“, – წერს „საქართველოს ბანკი“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა ქეთი კოვზიაშვილმა განაცხადა, რომ დაკავებულია ერთი პირი, მძევლები კი გათავისუფლდნენ.

შეიარაღებული ნიღბიანი ქუთაისის „საქართველოს ბანკის“ ფილიალში დღეს, 20 სექტემბერს შეიჭრა და 12 ადამიანი მძევლად აიყვანა. ის 2 მილიონ დოლარს, რუსეთის დროშას, ანკესსა და ავტომობილს ითხოვდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაწყებულია „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე.