თბილისში ირანის მოქალაქეების საპროტესტო აქცია გაიმართა.
“ჩვენ არ გვინდა ხამენეი” – სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები.
ამით ირანის მოქალაქეები სოლიდარობას უცხადებენ ირანში მიმდინარე დემონსტრაციებს.
ირანში მწვავე საპროტესტო აქციები გრძელდება. აქციების წინა ხაზზე ქალები არიან, რომლებიც პროტესტის ნიშნად წვავენ თავსაბურავებს. გუშინ თეირანის ცენტრში ათასობით ადამიანი უზენაესი ლიდერის, ალი ხომენეის წინააღმდეგ გამოვიდა. აქციის მონაწილეებმა გაანადგურეს ხომეინის პოსტერები.
მოსახლეობის ქუჩაში გამოსვლა 22 წლის მაჰსა ამინის სიკვდილს მოჰყვა. „მორალის პოლიციამ “ მას არასწორად გაკეთებული თავსაბურავის გამო სცემა, რის გამოც ამინი კომაში ჩავარდა, 16 სექტემბერს კი გარდაიცვალა.
მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლიციელებმა 22 წლის ქალს ხელკეტით სცემეს. პოლიცია ამას უარყოფდა და აცხადებდა, რომ მაჰსა ამინი „გულის უეცარი უკმარისობით“ გარდაიცვალა, თუმცა ამინის ოჯახის მტკიცებით, ქალი ამ შემთხვევამდე სრულიად ჯანმრთელი იყო.