საქართველოს თავდაცვის ძალებს დღეს 11.5 მილიონი დოლარის აღჭურვილობა გადავეცით – აშშ

პუბლიკა

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ინფორმაციას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს თავდაცვის ძალებს 11.5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აღჭურვილობა გადასცეს.

„დღეს საქართველოს თავდაცვის ძალებს მათი შესაძლებლობების გასაძლიერებლად 26 ტონა უსაფრთხოების დახმარება გადავეცით. ეს 11.5 მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობა ერთ-ერთი გზაა, რომლითაც ამერიკის მთავრობა მხარს უჭერს თავის სტრატეგიულ პარტნიორ საქართველოს“,- ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.