პიკის საათებში მეტროსადგურებში მგზავრთა ნაკადებს მონიტორინგის თანამშრომლები მოაწესრიგებენ

პუბლიკა

თბილისის მერის, კახა კალაძის დავალებით, პიკის საათებში მეტროსადგურებში მგზავრთა ნაკადებს მონიტორინგის თანამშრომლები მოაწესრიგებენ.

„დღეს თბილისის მერმა დაავალა შესაბამის სამსახურებს პრობლემურ მეტროსადგურებში მგზავრთა ნაკადის მოწესრიგება, რათა მოქალაქეებმა შეძლონ უსაფრთხოდ და შეუფერხებლად გადაადგილება.

ამ მიზნით, პიკის საათებში მონიტორინგის თანამშრომლებმა დაიწყეს მგზავრთა ნაკადის მოწესრიგება“, – განაცხადეს „პირველი არხის“ ცნობით თბილისის მერიის პრესსამსახურში.

დღეს თბილისის მერი კახა კალაძე მთავრობს სხდომაზე „სადგურის მოედანზე” მგზავრთა დიდ ნაკადს გამოეხმაურა და საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის დავალება მისცა.

მათ სატესტო რეჟიმში განვითარებული ქვეყნების გამოცდილების გაზიარების ვერსიაზეც ისაუბრა. შესაბამის სამსახურს ასევე მოუწოდა, ჩართონ ექსპერტები და პარალელურად დაიწყონ მუშაობა არსებული გვირაბის გაგანიერებაზე.