ზელენსკი ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომას იწვევს

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პარასკევს, 30 სექტემბერს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სასწრაფო სხდომას იწვევს. ინფორმაცია პრესმდივანმა სერგეი ნიკიფოროვმა გაავრცელა.

სერგეი ნიკიფოროვის განცხადებით, დღის წესრიგი და სხვა დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ცნობილია, რომ დღეს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უშიშროების საბჭოსთან ოპერატიულ შეხვედრას მართავს. ხვალ, 30 სექტემბერს გაიმართება რუსეთის მიერ უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიის ანექსიის ოფიციალურად გამოცხადების ცერემონია.

„რუსეთში ახალი ტერიტორიების შესვლის შესახებ ხელშეკრულებების ხელი მოეწერება“, – განაცხადეს კრემლში.