ინდონეზიაში საფეხბურთო მატჩის შემდგომ მომხდარი ჭყლეტისას სულ მცირე 174 ადამიანი დაიღუპა

პუბლიკა

ინდონეზიაში საფეხბურთო მატჩის შემდგომ მომხდარი ჭყლეტისას სულ მცირე 174 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

შემთხვევა აღმოსავლეთ იავის პროვინციაში, ქალაქ მალანგიში საფეხბურთო კლუბებს არემასა და პერსებაიას შორის გამართული მატჩის შემდეგ მოხდა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მატჩის დასრულების შემდგომ კლუბების გულშემატკივრები საფეხბურთო მოედანზე შეიჭრნენ და არეულობის მოწყობა სცადეს. პოლიციამ მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, რასაც სტადიონის გასასვლელებში ჭყლეტა მოჰყვა.