დმანისის მუზეუმ-ნაკრძალის მმართველი გარდაცვლილი იპოვეს

პუბლიკა

დმანისის არქეოლოგიური ცენტრის ტერიტორიაზე გარდაცვლილი იპოვეს დმანისის მუზეუმ-ნაკრძალის მმართველი გოჩა კილაძე. ინფორმაცია „პუბლიკას“ არქეოლოგმა გიორგი ბიძინაშვილმა დაუდასტურა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ მან, სავარაუდოდ, თავი მოიკლა. ბიძინაშვილის თქმით,  ტრაგიკული შემთხვევა, დღეს მოხდა. მისი თქმით, მომხდარის შესახებ მან საღამოს გაიგო. ბიძინაშვილმა დამატებით დეტალებზე ოჯახის ნებართვის გარეშე არ ისურვა საუბარი.

როგორც „რადიო თავისუფლება“ წერს, არქეოლოგი გოჩა კილაძე თითქმის ოცი წლის განმავლობაში იყო ეროვნული მუზეუმის თანამშრომელი, დმანისის სამეცნიერო გუნდის წევრი და დმანისის მუზეუმ-ნაკრძალის მმართველი.

გამოცემის ცნობით, ის მონაწილეობდა გათხრებში, რომლის დროსაც იპოვეს 1.8 მილიონი წლის წინანდელი ჰომო ერექტუსის თავის ქალები და სხვა პალეონტოლოგიური და არქეოლოგიური მასალა.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსი 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიმყვანას გულისხმობს.