ფიზიკური დაპირისპირება „ორ ნაბიჯში“ - შსს-მ 1 პირი დააკავა

პუბლიკა

ფიზიკური დაპირისპირებაა იყო მაღაზია „ორ ნაბიჯში“. სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც  ჩანს, ფიზიკური დაპირისპირება მომხმარებელსა და მაღაზიის თანამშრომლებს შორის.

როგორც მაღაზიის თანამშრომელი აცხადებს, ჩხუბი მომხმარებელმა დაიწყო, რა დროსაც გადაღება დაიწყო სხვა მომხმარებელმა. მისი თქმით, ამან უცხო პირი კიდევ უფრო გააღიზიანა და ეს თანამშრომლებს შორის ფიზიკურ ჩხუბში გადაიზარდა.

„რაღაც უაზრობაზე  დაიწყო ჩხუბი, ვიღაც გოგომ გადაღება დაიწყო და ამაზე გაგიჟდა და თითო ხელი ყველას დაარტყა, თანამშრომლებსაც და მათ შორის სხვა მომხმარებელსაც, ვინც იღებდა. მერე მენეჯერი მოვიდა და იმასაც დაარტყა, საავადმყოფოშია“, – ამბობს ვიდეოში მაღაზიის თანამშრომელი.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

შსს-ს ცნობით, დაკავებულია ერთი მამაკაცი და გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით, რაც ხულიგნობას გულისხმობს.