ქუთაისის მერიის მედიაცენტრი გაქურდეს. „მთავარი არხის“ ინფორმაციით, მერიის შენობაში მოწყობილი მედიაცენტრიდან მათი ჟურნალისტის ლეპტოპი და „TV პირველის“ კუთვნილი ვიდეოკამერა წაიღეს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, სათვალთვალო კამერებიდან ამოღებული ჩანაწერებიდან ჩანს, რომ ერთი პირი შენობაში დღეს დილით, 07:15 საათზე ფანჯრიდან შევიდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქურდობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, იპოვეს მოპარული ნივთებიც. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.