ირანის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინი ირანში მიიწვია

პუბლიკა

ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ, სატელეფონო საუბრისას, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ირანში მიიწვია. ამის შესახებ აცხადებს ირანის ელჩი რუსეთში. ინფორმაციას რუსული სახელმწიფო მედია „რია ნოვოსტი” ავრცელებს.

ინფორმაციის მიხედვით, პუტინმა მიწვევა „ასტანის სამეულის” სამიტზე მიიღო, რომელიც ირანში მალე უნდა გაიმართოს.

„სატელეფონიო საუბრის ფარგლებში პრეზიდენტმა მიიწვია თავისი კოლეგა ვლადიმერ პუტინი სამიტზე, რომელიც როტაციის პრინციპით მალე უნდა გაიმართოს ირანში”, – აცხადებს ელჩი.