2025 წლის იანვრიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებს საერთაშორისო აკრედიტაციის ვალდებულება ექნებათ - მინისტრი

პუბლიკა

მთავრობის დადგენილებით, 2025 წლის იანვრიდან ყველა სამედიცინო კლინიკას, სტაციონარს, რომლებიც მონაწილეობენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, ექნებათ ვალდებულება, გაიარონ საერთაშორისო აკრედიტაცია, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„მთავრობის დადგენილებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 2025 წლის იანვრიდან ყველა სამედიცინო კლინიკას, სტაციონარს, რომლებიც მონაწილეობენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, აქვთ ვალდებულება, გაიარონ საერთაშორისო აკრედიტაცია – იქნება ჩვენ მიერ შეთავაზებული ხუთი მაკრედიტირებელი საერთაშორისო კომპანიიდან ერთ-ერთი. მხოლოდ აკრედიტაციის დაკმაყოფილების შემთხვევაში ექნებათ მათ შესაძლებლობა, გააგრძელონ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობა“, – აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.