ლევან ვასაძემ ვერის პარკში შეკრებილებს სიტყვით მიმართა. ჰომოფობიურად განწყობილი ადამიანები ვერის პარკში ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას აპროტესტებენ.
ლევან ვასაძეს 6 საათზე უნდა დაეანონსებინა გეგმა, თუ როგორ აპირებს მხარდამჭერებთან ერთად ფილმის ჩვენების ჩაშლას კინოთეატრებში. მას კონკრეტული არაფერი უთქვამს მხოლოდ მოუწოდა პოლიციას, ხელი არ შეუშალოს მათ, რომ შეაჩერონ ფილმის ჩვენება.
„მინდა, მივმართო ბიძინას და ვუთხრა, თუ გეშინია და ვერ აუქმებ ამ ფილმს, მოდი და დაგვიდექი გვერდზე აქ, ვერის პარკში. წამოიყვანე შენი პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი და დაგვანახეთ, რომ არ უგულებელყოფთ ხალხის აღშფოთებას.
მინდა, მივმართო ჩვენს პოლიციელებს, ის ხალხი, ვინც თქვენ გასისხლიანებდათ და ჯოხებს გირტყამდათ, სწორედ ის ხალხი შედის იმ კინოთეატრებში და მათ დაცვას გავალებენ თქვენ.
დღეს თქვენ თუ კი მისცემთ უფლებას, ნახონ ეს ფილმი და თუ იძალადებთ ჩვენზე, კანონს კი არ დაიცავთ, უკანონობას მიემხრობით.
მოვუწოდებ ყველა პოლიციელს, ნუ შეგვიშლით ხელს ამ სეანსების გაუქმებაში“.