საქართველოში კორონავირუსის მე-13 შემთხვევა დადასტურდა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსის მე-13 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„ახლა შემატყობინეს, რომ დადასტურდა კიდევ ერთი შემთხვევა, რომელიც იყო ჩვენს კლინიკაში შემოსული და არ იყო მისი გამოკვლევის შედეგი ცნობილი“, – თქვა ცერცვაძემ „ტვ პირველთან“ ჩართვაში.

ცერცვაძის თქმით, სულ 50 პაციენტი იმყოფება ინფექციურ საავადმყოფოში, მათგან 18-ზე კი დღეს მიიღეს უარყოფითი პასუხი და საავადმყოფოს მალე დატოვებენ.

კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევები დღეს ჯამში 4-ით გაიზარდა.

საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდის stopcov.ge-ის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში რჩება 141 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 69.