ისრაელში 14-დღიანი თვითიზოლაცია სავალდებულო გახდება

პუბლიკა

BBC-ის ინფორმაციით, ისრაელის ყველა ვიზიტორისთვის 14-დღიანი თვითიზოლაცია სავალდებულო იქნება.

„ყველა, ვინც სხვა ქვეყნიდან ისრაელში მოდის იზოლაციაში 14 დღით მოექცევა“, – განაცხადა ისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ეფექტური იქნება, თუ ისრაელის მოქალაქეები, რომლებიც შინ ბრუნდებიან, დაუყოვნებლივ მიიღებენ ამ ზომებს. უცხოეთის მოქალაქეებისთვის კი ეს წესი ხუთშაბათიდან ამოქმედდება. მათ მოუწევთ, დაამტკიცონ, რომ ისრაელში ყოფნის დროს ექნებათ ადეკვატური საცხოვრებელი თვითიზოლაციისთვის.

„ეს რთული გადაწყვეტილებაა, მაგრამ მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის – საზოგადოებრივი ჯანმრთელობა უპირველესია“, – განაცხადა ისრაელის პრემიერმა.

ისრაელში ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის 43 შემთხვევა დადასტურდა.