აქციაზე დაკავებული ,,ტაბულას" ჟურნალისტი სასამართლომ 2 200 ლარით დააჯარიმა

პუბლიკა

,,ტაბულას“ ჟურნალისტი ბექა ჯიქურაშვილი სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და 2 200 ლარით დააჯარიმა.

ჯიქურაშვილი 2 მარტს პარლამენტთან აქციაზე – ,,არა რუსულ კანონს“, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დააკავეს.

შსს მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებოდა, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა და თავშეყრის ადგილებში ლანძღვა-გინებას გულისხმობს.

ჯიქურაშვილის თქმით, მის მიმართ არსებული დავა შაბლონურია და კავშირი არ აქვს რეალობასთან.


გუშინ, 18 აპრილს კი „პუბლიკის” დირექტორი ზურა ვარდიაშვილი სასამართლომ 2 200 ლარით დააჯარიმა.