უკრაინამ Georgian Airways-სა და თამაზ გაიაშვილს სანქციები დაუწესა

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულების თანახმად, უკარინამ  10-წლიანი სანქციები დაუწესა ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways-ის და ასევე, პერსონალური სანქცია დაუწესა ავიაკომპანიის დამფუძნებელ თამაზ გაიაშვილს. ინფორმაციას ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. 

სანქციები ითვალისწინებს აქტივების ბლოკირებას, სავაჭრო ოპერაციების შეწყვეტას, უკრაინის ტერიტორიაზე ფრენების და ტრანზიტის აკრძალვას, ეკონომიკური და ფინანსური ვალდებულებების შესრულების შეჩერებას, ლიცენზიებისა და სხვა ნებართვების გაუქმებას და ა.შ.

ზელენსის განკარგულების მიხედვით, ახალი სანქციები დაწესდა 190-ზე მეტ ფიზიკურ და 290 იურიდიულ პირზე, მათ შორის სანქციენი დაწესდა რუსული ქარხნებისა და კომპანიების წინააღმდეგ.


მას შემდეგ რაც რუსეთის პრეზიდნტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა, 2023 წლის 16 მაისს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ Georgia Airways-ს მისცა ნებართვა, რომ რეისზე თბილისი – მოსკოვი – თბილისის მიმართულებით ფრენები განახორციელოს.