კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ციფრული სოლიდარობის პლატფორმა prevencia.ge შეიქმნა.
პლატფორმაზე მარტივად, ერთ სივრცეში მიიღებთ საქართველოში ონლაინ/დისტანციური სერვისებისა და პროდუქტების შესახებ დეტალურ ინფორმაციას. აგრეთვე გაეცნობით დადასტურებულ ინფორმაციას ყალბი ამბების თაობაზე.
პლატფორმა ერთი იდეის გარშემო გაერთიანებულმა ადამიანებმა 26 საათში შექმნეს. როგორც იდეის ერთ-ერთმა ავტორმა მირიან ჯუღელმა გვითხრა, prevencia.ge-ს ორი მიზანი აქვს: 1) ადამიანებს მიაწოდოს ინფორმაცია დისტანციური სერვისების და პროდუქტების შესახებ, რათა მათ სახლიდან გაუსვლელად ისარგებლონ ამ სერვისებით და პროდუქტებით 2) real-time-ში ებრძოლოს ყალბ ამბებს, რომლებიც აქტიურად ვრცელდება ინტერნეტში.
ვებგვერდზე მსურველს თავად შეუძლია დისტანციური სერვისის დამატება.
შეიქმნა ფეისბუქ ჯგუფი, სადაც ადამიანებს ყალბი ამბების გაზიარება და ამოცნობა შეუძლიათ:
პლატფორმის ავტორებმა ასევე შექმნეს ჩეტბოტი ფეისბუქზე, რომელიც ადამიანებს ინფორმაციის ადვილად მოძიებაში დაეხმარება.
___________________________
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 25 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.
კარანტინის რეჟიმშია – 314, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 63 მოქალაქე რჩება.