პირველი ტესტირებით კორონავირუსი მეორე, პაციენტ #3-საც აღარ აქვს

პუბლიკა

რამდენიმე წუთის წინ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განცხადება გააკეთა.

“შემიძლია კიდევ ერთი ახალი სასიამოვნო ინფორმაცია მოგაწოდოთ, რომ მეორე პაციენტს, რომელსაც ასევე ჰქონდა ირანში მოგზაურობის ისტორია, მეთხუთმეტე დღეს, ჩაუტარდა ტესტირება, და მიღებულია პირველადი უარყოფითი პასუხი”.  – თქვა ეზუგბაიამ.

მისი თქმით ეს ძალიან კარგია, მაგრამ 24 საათის განმავლობაში განმეორებითი ტესტი უნდა გაკეთდეს. “და განმეორებით უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ვიტყვით, რომ ეს პაციენტიც გამოჯანმრთელდა”.

“ასე, რომ ამ პერიოდისთვის, ორ პაციენტთან შემთხვევაში გვაქვს სიტუაცია, როდესაც განმეორებითი ტესტირებისას უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ვიტყვით, რომ მათი გამოჯანმრთელება დადგა”.  – თქვა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, რომ პირველადი ტესტირების შედეგით, ვირუსი აღარ უფიქსირდება პაციენტ #1-საც, რომელსაც ასევე ირანში მოგზაურობის ისტორია აქვს.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის გავრცელების სურათი ასეთია.