ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა კარანტინის წესის დარღვევისთვის - კანონპროექი

პუბლიკა

კორონავირუსის გამო საქართველოს სისხლის სამართლისა და ადამინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები იგეგმება.

კანონპროექტის მიხედვით, კარანტინის წესის დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაციული წესით, 3 000 ლარით დაჯარიმდება ფიზიკური პირი, ხოლო იურიდიული პირი – 15 000 ლარით.

პროექტის მიხედვით, წესის დარღვევის შემთხვევაში, ჯანდაცვის სამინისტრო უფლებამოსილი პირთან ერთად სხვათა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად,  ფიზიკურ პირს საკარანტინო სივრცეში გადაიყვანს.

სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილების მიხედვით, კარანტინის წესის დარღვევის განმეორების შემთხვევაში, პირი დაისჯება შინა პატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. იურიდიული პირი კი ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.