ხაჩატურიანმა ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც სომხეთი რომის სტატუტს შეუერთდა

პუბლიკა

სომხეთის პრეზიდენტმა, ვაჰაგნ ხაჩატურიანმა ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც სომხეთი რომის სტატუტს შეუერთდა.

რომის სტატუტი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დამფუძნებელი შეთანხმება.

პრეზიდენტის ხელმოწერამდე კანონი 3 ოქტომბერს სომხეთის პარლამენტმა დაამტკიცა.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გაცემული აქვს ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი. მას ბრალად ედება ბავშვების უკანონო დეპორტაცია უკრაინიდან რუსეთში. ქვეყნები, რომლებიც უერთდებიან რომის სტატუტს, ვალდებულები არიან, პუტინი დააკავონ, თუ ის მათ ქვეყანაში ჩავა.

კანონზე პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ ასეთი ქვეყნების რიგს სომხეთიც შეუერთდა.