აშშ, ეგვიპტე და ისრაელი შეთანხმდნენ, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა ღაზა რაფაჰის გავლით დატოვონ 

პუბლიკა

ეგვიპტე, ისრაელი და აშშ შეთანხმდნენ, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა ღაზის სექტორი რაფაჰის გავლით დატოვონ.

რაფაჰი პალესტინური ქალაქია, რომელიც ეგვიპტის საზღვართან მდებარეობს.

შეთანხმების შესახებ განცხადება ეგვიპტელის წარმომადენელმა გააკეთა. მისი თქმით, ისრაელი დათანხმდა, თავი შეიკავოს ამ ტერიტორიებზე საჰაერო იერიშებისგან, რათა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა ბლოკადაში მყოფი ტერიტორია დატოვონ. მისივე განცხადებით, მოლაპარაკებებში ჩართული იყო კატარი, ასევე, ტერორისტული დაჯგუფებების – ჰამასის და ისლამური ჯიჰადის წარმომადგენლები.

შეთანხმება არ ვრცელდება ისრაელელ ტყვეებზე, რომლებიც ტერორისტებმა აიყვანეს.

ეგვიპტური მხარის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მათ მიიღეს ინსტრუქციები, გახსნან რაფაჰის გამშვებ პუნქტი ღაზიდან მომავალი უცხოელებისთვის.