პოლონეთის საპარლამენტო არჩევნები ოპოზიციამ მოიგო 

პუბლიკა

პოლონეთის საპარლამენტო არჩევნები ოპოზიციამ მოიგო – მმართველმა პარტიამ PiS („კანონი და სამართალი”) ხმების 35.4% მიიღო, დანარჩენი 64.6% კი 4 ოპოზიციურ პარტიას შორის განაწილდა.

კერძოდ, ცენტრისტულმა „სამოქალაქო კოალიციამ” პოლონეთის მოქალაქეების 30.7%-ის მხარდაჭერა დაიმსახურა. მემარჯვენე-ცენტრისტულმა პარტიამ „მესამე გზა” – ხმების 14.4% მიიღო, Left-მა – 8.6% და ულტრა-მემარჯვენეკონფედეცარიამ” – 7.2%.

შესაბამისად, პარლამენტში „კანონი და სამართალი” 194 მანდატს დაიკავებს, „სამოქალაქო კოალიცია” – 157-ს, „მესამე გზა” – 65-ს, Left – 26-ს და „კონფედერაცია” – 18-ს.

„სამოქალაქო კოალიციის” ლიდერი პოლონეთის ყოფილი პრემიერმინისტრი და ევროკომისიის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტუსკია. ის, „მესამე გზასთან” და Left-თან ერთად კოალიციას შეკრავს და მთავრობას ჩამოაყალიბებს, რათა იაროსლავ კაჩინსკის პარტია მმართველობას ჩამოაშოროს.

PiS, რომლის ლიდერიც იაროსლავ კაჩინსკია, პოლონეთს 8 წლის განმავლობაში მართავდა. თუკი ეს ძალა ხელისუფლებას მესამე ვადით შეინარჩუნებდა, კრიტიკოსები შიშობდნენ, რომ შესაძლოა დემოკრატიული პოლონეთის იდეა დასამარებულიყო. იაროსლავ კაჩინსკის პარტიას ადანაშაულებენ როგორც კორუფციაში, ისე მედიისა და სასამართლოს მიტაცებაში.