მთავრობის მიერ შექმნილი ვებგვერდის stopcpv.ge-ს მიხედვით, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4 ადამიანს დაუდასტურდა.
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 38 შემთხვევაა. კარანტინის რეჟიმში 1261 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 216 პაციენტია.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტირის მარინა ეზუგაბიას თქმით, დადასტურებული 4 ახალია შემთხვევების კონტაქტები ცნობილია.
„ახალი შემთხვევებიდან ინფიცირების წყარო ცნობილია, ისინი ინფექციურში მყოფი პავიენტების კონტაქტები არიან, -” განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. მისი თქმით, ახალი პაციენტების მდგომარეობა ჯერჯერობით სტაბილურია.