სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ხვალ, 9 ნოემბერს პარიზში მიემგზავრება. აპირებს დაესწროს მშვიდობის ფორუმს. მისი თქმით, ფორუმზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან ერთად მონაწილეობას მიიღებს პანელში, რომელიც განიხილავს კრიზისებსა და კონფლიქტებს.
ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ამავე ფორუმზე დასწრებას გეგმავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი.
„ნებსით თუ უნებლიეთ, გამოგვივა ორივეს დეპოლარიზაციის მაგალითის მიცემა”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, მომავალშიც აპირებს გააკეთოს ის, „რასაც აქამდე აკეთებდა”.
„გავაგრძელებ კანდიდატურის ლობირებას”, – უთხრა მან ორბელიანების სასახლესთან შეკრებილ მოქალაქეებს.
მშვიდობის ფორუმი პარიზში 10 და 11 ნოემბერს გაიმართება.