არავითარი სერიოზული საშიშროება ეს ვირუსი არაა – ნათელაშვილი

პუბლიკა

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი გამოდის ინიციატივით, რომ ყველა სტუდენტი გათავისუფლდეს სწავლის გადასახადისგან. ამის შესახებ მან სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და მთავრობას მიმართა.

„მე მოვითხოვ მთავრობისგან, სასწრაფოდ მიღებულ იქნას გადაწყვეტილება და ყველა სტუდენტი გათავისუფლეს სწავლის გადასახადისგან.

საქართველოს უამრავი რამ გადაუტანია. უამრავი ჟამიანობა და ჭირიანობა, ჩვენ არ გადვშენებულვართ. არავითარი სერიოზული საშიშროება ეს ვირუსი არ არის“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.