ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ საკუთარ თავზე იღებს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს კოორდინაციას და ხელმძღვანელობას.
სააკაშვილის თქმით, პოლიტიკური საბჭოდან „გაყირული ადამიანები“ პოლიტსაბჭოში უნდა დაბრუნდნენ.
„ლევან ხაბეიშვილი წარმოუდგენლად კარგად მუშაობს და აგებს რეგიონულ ორგანიზაციებს. 23 ნოემბერს გვაქვს ჩვენი მანიფესტის მიღება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა შეცდომა, თუკი იქნა დაშვებული, აღმოფხვრილი იყოს. მე ვიღებ ჩემ თავზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, რომ ჯერ ერთი, ყველა ჩვენი გამოცდილი მებრძოლი და ძალიან ბევრი დამსახურებული ადამიანი, რომელიც რატომღაც გარიყული აღმოჩნდა პოლიტიკური საბჭოდან, დაბრუნდეს პოლიტიკურ საბჭოში. მე ვიღებ ჩემს თავზე პოლიტიკური საბჭოს კოორდინაციას. მე ვიღებ ჩემ თავზე ხელმძღვანელობას და იმას, რომ რეინტეგრაცია მოახდინონ პარტიაში და პარტია გახსნილი იყოს სხვა კავშირებისთვის“, — თქვა მიხეილ სააკაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ საბჭოში ცვლილებები პარტიის თავმჯდომარედ ნიკა მელიას გადარჩევას და ლევან ხაბეიშვილის არჩევას მოჰყვა. ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია, კობა ნაყოფია პოლიტსაბჭოს მიღმა აღმოჩნდნენ, პოლირსაბჭოს ზოგიერთმა წევრმა საბჭო თავად დატოვა.
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოში ცვლილებები მოჰყვა თავმჯდომარის პოსტზე ლევან ხაბეიშვილის არჩევას. პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია, კობა ნაყოფია და სხვები ახალი პოლიტსაბჭოს მიღმა დარჩნენ, ნაწილმა კი საბჭო თავად დატოვა.
სააკაშილმა დაასახელა კონკრეტული გვარებიც: ნიკა ვაჩეიშვილი, ეკა წამალაშვილი, ზურაბ მელიქიშვილი, გია ჭანტურია, რუსიკო ცირეკიძე, მაიკო ჯავახიშვილი, მერაბ ჯანელიძე, კობა ხაბაზი, კობა ნაყოფია…
სააკაშილის თქმით, ენმ-ს არჩეული პოლიტსაბჭო ლეგიტიმურია დღესაც, თუმცა „გარიყული ადამიანების“ დაბრუნება არის მნიშვნელოვანი.
„მოვუწოდებ, დაბრუნდნენ, ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელი, ჩავერთოთ გადაწყვეტილების მიღებაში და მე ვიქნები გარანტი იმისა, რომ თქვენ იქნებით ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების და ინიციატივის ნაწილი, იმისათვის, რომ ერთობლივი გზით შევძლოთ წინ წასვლა”. – თქვა მან.
სააკაშვილმა საქალაქო სასამართლოში დღევანდელ პროცესზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ „მას არაფორმალურად ვერავინ მართავს”.
„თუ ჩემს მმართველობაზეა საუბარი არაფორმალურად, მე ამ პირობებში აღმოვჩნდი არა ჩემი ნებით, ამის გამო პასუხისმგებლობას ვერ მოვიხსნი იმ პარტიაზე და იმ ბრძოლაზე, რომელიც ჩვენ წინ გვაქვს“, — განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვილი ასევე გამოეხმაურა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მას „ნაციოანლური მოძრაობის“ პრემიერ მინისტრობის კანდიდატად დაასახელებენ.
„პრემიერ-მინისტრად დასახელება ჯერ არის ძალიან ადრე. ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. კიდევ რამდენიმე თვე უნდა შევხედოთ სიტუაციას, ვიპოვოთ ოპტიმალური კანდიდატი, მაქსიმალურად დიდი რაოდენობის ხალხისთვის მისაღები, იმიტომ, რომ ჩვენ მივდივართ გამარჯვებისთვის და არა საპატიო მეორე ადგილისთვის. რაც მთავარია, საარჩევნო სიები უნდა შედგეს არა ვიღაცის გარიგებით, არამედ ქვემოდან ზემოთ. პარტიის ყველა წევრმა ხმა უნდა მისცეს საარჩევნო სიაში მყოფ ადამიანებს“, — თქვა მან.