„სომხეთი სრულად და ცალსახად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას,” – ამის შესახებ გუშინ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა საზოგადოებასთან ონლაინ კითხვა-პასუხის დროს ისაუბრა. მას ჰკითხეს, მზად არის თუ არა სომხეთი აღიაროს აფხაზეთი და ოსეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად.
როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა თქვა, გაეროში ამ საკითხის კენჭისყრაში სომხეთის მონაწილეობა 2019 წლიდან მნიშვნელოვნად განსხვავებულია და ამის გამო საქართველოს წარმომადგენლებმა კმაყოფილება გამოთქვეს.