ესპანეთში საქართველოს მოქალაქე კორონავირუსით გარდაიცვალა

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრის მრჩევლისა და პრესსპიკერის ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ესპანეთში კორონავირუსის დიაგნოზით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.

„ესპანეთში გარდაიცვალა ჩვენი თანამოქალაქე, სამწუხაროდ. 74 წლის ქალბატონი, რომელიც იყო ქრონიკული დაავადებებით დაავადებული. ჩვენ პერმანენტულ კონტაქტზე ვართ ოჯახთან, დიპლომატიური სამსახური ეხმარება მათ ყველა პოცედურის მოგვარებაში“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ჩიქოვანის თქმით, დიპლომატიური სამსახური 24-საათიანი რეჟიმით მუშაობს და საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ მიმართონ.