პრაღაში შეიარაღებულ პირს 10 ადამიანი ემსხვერპლა

პუბლიკა

ჩეხეთის პოლიციის ცნობით, პრაღის ცენტრში, კარლის უნივერსიტეტთან სროლას მსხვერპლი მოჰყვა, არიან დაშავებულები. ადგილობრივი მედიის ცნობით, სროლის შედეგად დაიღუპა 10 და დაიჭრა 30-მდე ადამიანი.

განახლება: მსხვერპლის რაოდენობა 15-მდე გაიზარდა.

BBC-ის ინფორმაციით, ინციდენტი მოხდა იან პალახის მოედანზე, სადაც კარლის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი და ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის აკადემია მდებარეობს.

ხელისუფლების განცხადებით, მთელი მოედანი და მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია. პოლიცია მოქალაქეებს მოუწოდეს, რომ თავი აარიდონ შემთხვევის ადგილზე გადაადგილებას და სახლში დარჩნენ.

ჩეხეთის საზოგადოებრივი ტელევიზია პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თავდამსხმელი იყო კარლის უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტის 24 წლის სტუდენტი, რომელიც პრაღის მახლობლად ცხოვრობდა. უწყების ცნობით, თავდამსხმელის მამა დღეს გარდაცვლილი იპოვეს.