გიორგი გახარიამ უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლისთვის ახალი შეზღუდვების შესახებ განაცხადა.
„ყველა სავაჭრო ობიექტი ქვეყნის მასშტაბით, გარდა სასურსათო მაღაზიების, სააფთიაქო ქსელისა და ბენზინ გასამართი ქსელის, საფოსტო და საბანკო განყოფილებებისა უნდა იყოს დახურული, რომ ქვეყანაში სოციალური დისტანციის დაცვა უზრუნველვყოთ და მობილურობის ხარისხი შევზღუდოთ. ეს იქნება დროში შეზღუდული მაგრამ აუცილებელია ღონისძიებები, რომ ვირუსის შიდა გადაცემა შევაფერხოთ. ჩვენი ამოცანა, რომ ტემპი გავრცელების მაქსიმალურად შევაჩეროთ, რომ ჩვენ სამედიცინო სექტორს მივცეთ საშუალება, სწრაფად ებრძოლონ ვირუსს”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საჭიროება არ არსებობს.
საქართველოში დღეის მდგომარეობით კორონავირუსით 40 ადამიანია ინფიცირებული.