სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი მეუფე ნიკოლოზმა გააკეთა. მისი თქმით, სინოდის ოფიციალური განცხადება გამოსაქვეყნებლად მზადდება.
„მთელი დღე ვიმსჯელეთ და გადაწყვეტილება ასეთ მივიღეთ – ჩვენ და მე პირადად ასე მიმაჩნია, რომ ეჭვი შეტანა იმაში, რომ ზიარების საერთო კოვზით ვინმეს ინფექცია გადაედოს, არის სრულიად გამორიცხული. რაც შეეხება ამას არანაირი ცვლილება არ შეიძლება, რომ იყოს”, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა. მისი თქმით, ამ საკითხზე სინოდში განსხვავებული მოსაზრებები არ ყოფილა.