შევხვდი პატრიარქს და სინოდის წევრებს, კიდევ ერთხელ გავაცანი რეკომენდაციები - გამყრელიძე

პუბლიკა

„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის” ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ გუშინ შეხვდა ილია II-სა და სინოდის წევრებს და ვირუსთან ბრძოლის რეკომენდაციები კიდევ ერთხელ გააცნო.

„პირადად მე გუშინ ვმონაწილეობდი შეხვედრაში სინოდის წევრებთან, მის უწმინდესობასთან და ჩვენი რეკომენდაციები, რაც ეხება მოსახლეობის ჯანმრთელობას, კიდევ ერთხელ გავაცანით. ზოგადი ჰიგიენის წესების დაცვა, სოციალური დისტანცირება – ეს გახლავთ ერთ-ერთი მთავარი საბრძოლო იარაღი ამ ინფექციასთან.

საპატრიარქოს მხრიდან გახლავთ სრული თანხვედრა, რომ ისინი მაქსიმალურად ითვალისწინებენ ჯანდაცვის უწყებების რეკომენდაციებს და დარწმუნებული ვარ, რომ სინოდის გადაწყვეტილება იქნება მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი და სასარგებლო”, – განუცხადა გამყრელიძემ ჟურნალისტებს.