ოქრუაშვილი, ელისაშვილი, დომენიკ მანგო და სხვები რუსეთის ძებნილთა სიაში უკრაინაში ომისთვის

პუბლიკა

რუსეთი უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ომისთვის რამდენიმე ათეულ ადამიანზე ძებნას აცხადებს. მათ შორის ყველაზე მეტი – 100 ადამიანი საქართველოდანაა.

ინფორმაცია „მედიაზონამ” გამოაქვეყნა.

გამოცემის თანახმად, რუსეთის ძებნილთა სიაში მეორე ადგილზე დიდი ბრიტანეთია – რუსეთის მიერ 90 ძებნილი მეომრით; მესამეზე ბელორუსი – 61 ადამიანი.

საქართველოდან ძებნილთა შორის არიან:

  • ალეკო ელისაშვილი – დეპუტატი;
  • ირაკლი ოქრუაშვილი – თავდაცვის ყოფილი მინისტრი, პოლიტიკოსი;
  • კუკური ბარამიძე, იგივე დომენიკ მანგო;
  • ლევან ვარშალომიძე, პოლიტიკოსი;
  • ბექა ბასილაია, იურისტი;
  • რომეო ფარულავა;
  • კობა ხაბაზი;
  • ვანო ნადირაძე;
  • დავით ქაცარავა;

ალეკო ელისაშვილი უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად 2022 წლის მარტში წავიდა და იქ რამდენიმე თვე დაყო. იმავე წლის მარტში წავიდნენ საომრად ირაკლი ოქრუაშვილი და ბექა ბასილაიაც. დომენიკ მანგო კი უკრაინაში რუსეთის შეჭრისთანავე გაემგზავრა.