Oscars 2024 - გამარჯვებულები

პუბლიკა

ოსკარის რიგით 96-ე ცერემონია დასრულდა და უკვე ცნობილია, ვინ მიიღო ამერიკული კინოაკადემიის მთავარი ჯილდო.

დაჯილდოების ლიდერი კრისტოფერ ნოლანის „ოპენჰაიმერი“ გახდა, რომელსაც წელს ყველაზე მეტი, 13 ნომინაცია ჰქონდა და 7 ოსკარი მოიგო.

მოლოდინი გამართლდა, წლის საუკეთესო ფილმის ჯილდო „ოპენჰაიმერს“, ხოლო საუკეთესო რეჟისორის ჯილდო – კრისტოფერ ნოლანს გადაეცა. ეს რეჟისორის პირველი ოსკარია.

ოსკარით დაჯილდოვდნენ ასევე კილიან მერფი „ოპენჰაიმერში“ შესრულებული მთავარი როლისთვის და რობერტ დაუნი უმცროსი, რომელმაც კინოაკადემიის ჯილდო  მეორეხარისხოვანი როლისთვის მიიღო. ეს ორივე მსახიობისთვის პირველი ოსკარია.

„ოპენჰაიმერს“ ასევე ოსკარი გადაეცა საუკეთესო ოპერატურის, მონტაჟისა და მუსიკის კატეგორიებში.

ქალის საუკეთესო როლისთვის ოსკარი გადაეცა ემა სტოუნს ფილმისთვის „საბრალონი (Poor things). ეს მთავარი როლის შესრულებისთვის ემა სტოუნის მეორე ოსკარია, პირველად მან ჯილდო 2017 წელს მიიღო „ლა ლა ლენდისთვის“.

იორგოს ლანთიმოსის Poor things-მა, რომელსაც 11 ნომინაცია ჰქონდა, 4 ოსკარი მიიღო, მათ შორის, საუკეთესო კოსტიუმების დიზაინისთვის, მაკიაჟისა და თმისთვის, პროდუქციის დიზაინისთვის.

მეორეხარისხოვანი როლისთვის დაჯილდოვდა დი’ვაინ ჯოი რენდოლფი ფილმისთვის The Holdovers.

საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის ოსკარი მიიღო რეჟისორ ჯონათან გლაზერის „ინტერესის ზონამ“. ფილმი ასევე დაჯილდოვდა  ხმის კატეგორიაშიც.

ადაპტირებული სცენარისთვის ოსკარი გადაეცა „ამერიკულ ფიქციას“.

საუკეთესო ანიმაციური ფილმი გახდა „ბიჭი და ყანჩა“.

საუკეთესო სიმღერისთვის ოსკარი გადაეცათ ბილი აილიშს და ფინეასს სიმღერსთვის What I was made for. ორივე მათგანს ეკეთა წითელი გულსაბნევი, რომელიც ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნის სიმბოლოა.

აღსანიშნავია, რომ ეს „ბარბისთვის“ ერთადერთი ოსკარი აღმოჩნდა. ფილმი 8 სხვადასხვა კატეგორიაში იყო ნომინირებული.

საუკეთესო დოკუმენტური ფილმისთვის დაჯილდოვდა „20 დღე მარიუპოლში“.

ოსკარის გარეშე დარჩა მარტინ სკორსეზეს „მთვარის ყვავილის მკვლელები“, რომელსაც 10 ნომინაცია ჰქონდა.

ნომინანტები და გამარჯვებულები კატეგორიების მიხედვით:

საუკეთესო ფილმი

  • ოპენჰაიმერი – გამარჯვებული
  • ამერიკული ფიქცია
  • დაცემის ანატომია
  • ბარბი
  • THE HOLDOVERS
  • მთვარის ყვავილის მკვლელები
  • მაესტრო
  • PAST LIVES
  • POOR THINGS
  • ინტერესის ზონა

საუკეთესო რეჟისორი

  • დაცემის ანატომია – იუსტინ ტრიე
  • მთვარის ყვავილის მკვლელები – მარტინ სკორსეზე
  • ოპენჰაიმერი – კრისტოფერ ნოლანი – გამარჯვებული
  • POOR THINGS – იორგოს ლანთიმოსი
  • ინტერესის ზონა – ჯონათან გლაზერი

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი

  • ბრედლი კუპერი – მაესტრო
  • კოლმან დომინგო – RUSTIN
  • პოლ ჯიამატი – THE HOLDOVERS
  • კილიან მერფი – ოპენჰაიმერი – გამარჯვებული
  • ჯეფრი რაითი – AMERICAN FICTION

საუკეთესო მსახიობი ქალი

  • ანეტ ბენინგი – NYAD
  • ლილი გლედსტოუნი – მთვარის ყვავილის მკვლელები
  • სანდრა ჰიულერი – დაცემის ანატომია
  • კერი მალიგანი – მაესტრო
  • ემა სტოუნი – POOR THINGS – გამარჯვებული

საუკეთესო მამაკაცი მსახიობი მეორეხარისხოვან როლში

  • სტერლინგ კ. ბრაუნი – „ამერიკული ფიქცია”
  • რობერტ დე ნირო – „მთვარის ყვავილი მკვლელები”
  • რობერტ დაუნი უმცროსი – „ოპენჰაიმერი“ – გამარჯვებული
  • რაიან გოსლინგი – „ბარბი“
  • მარკ რუფალო – Poor Things

საუკეთესო ქალი მსახიობი მეორეხარისხოვანი როლისთვის

  • ემილი ბლანტი – ოპენჰაიმერი
  • დენიელ ბრუკსი – ფერი იისფერი
  • ამერიკა ფერერა – ბარბი
  • ჯოდი ფოსტერი – NYAD
  • დე’ვინ ჯოი რენდოლფი – THE HOLDOVERS – გამარჯვებული

საუკეთესო საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმი

  • IO CAPITANO – იტალია
  • იდეალური დღეები – იაპონია
  • თოვლის საზოგადოება – ესპანეთი
  • THE TEACHERS LOUNGE – გერმანია
  • ინტერესის ზონა – გაერთიანებული სამეფო – გამარჯვებული

საუკეთესო ანიმაციური ფილმი

  • THE BOY AND THE HERON – Hayao Miyazaki and Toshio Suzuki – გამარჯვებული
  • ELEMENTAL – Peter Sohn and Denise Ream
  • NOMONA – Nick Bruno, Troy Quane, Karen Ryan and Julie Zackary
  • ROBOT DREAMS – Pablo Berger, Ibon Cormenzana, Ignasi Estapé and Sandra Tapia Díaz
  • SPIDER MAN: ACROSS THE SPIDER-VERSE – Kemp Powers, Justin K. Thompson, Phil Lord, Christopher Miller and Amy Pascal

საუკეთესო კინემატოგრაფია

  • EL CONDE – Edward Lachman
  • KILLERS OF THE FLOWER MOON – Rodrigo Prieto
  • MAESTRO – Matthew Libatique
  • OPPENHEIMER – Hoyte van Hoytema – გამარჯვებული
  • POOR THINGS – Robbie Ryan

ადაპტირებული სცენარი

  • ამერიკული ფიქცია – კორდ ჯეფერსონი – გამარჯვებული
  • ბარბი – გრეტა გერვიგი და ნოა ბაუმბახი
  • ოპენჰაიმერი – კრისტოფერ ნოლანი
  • Poor Things – ტონი მაკნამარა
  • ინტერესის ზონა – ჯონათან გლაზერი

ორიგინალური სცენარი

  • დაცემის ანატომია – იუსტინ ტრიე და არტურ ჰარარი – გამარჯვებული
  • The holdovers – დეივიდ ჰემინგსონი
  • მაესტრო – ბრედლი კუპერი და ჯოშ სინგერი
  • May december –  სემი ბურხი
  • Past lives – სელინ სონგი

საუკეთესო ორიგინალური სიმღერა

  • The fire inside – diane warren
  • I’m just ken – Mark ronson and andrew wyatt
  • It never went away – Jon batiste and dan wilson
  • Wahzhazhe  [A song for my people] – Scott george
  • What was I made for – billie eilish and Finneas – გამარჯვებული

საუკეთესო მუსიკა

  • ამერკული ფიქცია – ლორა კარპმანი
  • ინდიანა ჯონსი – ჯონ უილიამსი
  • მთვარის ყვავილის მკვლელები – რობი რობერტსონი
  • ოპენჰაიმერი – ლუდვიგ გიორანსონი – გამარჯვებული
  • Poor things – ჯერსკინ ფენდრიქსი

კოსტუმების დიზაინი

  • ბარბი – ჟაკლინ დიურანი
  • მთვარის ყვავილის მკვლელები – ჟაკლინ ვესტი
  • ნაპოლეონი – Janty Yates and Dave Crossman
  • ოპენჰაიმერი – Ellen Mirojnick
  • Poor Things – Holly Waddington – გამარჯვებული

მაკიაჟი და თმა

  • გოლდა
  • მაესტრო
  • ოპენჰაიმერი
  • Poor Things – გამარჯვებული
  • თოვლის საზოგადოება

საუკეთესო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი

  • BOBI WINE: THE PEOPLE’S PRESIDENT – Moses Bwayo, Christopher Sharp and John Battsek
  • THE ETERNAL MEMORY
  • FOUR DAUGHTERS – Kaouther Ben Hania and Nadim Cheikhrouha
  • TO KILL A TIGER – Nisha Pahuja, Cornelia Principe and David Oppenheim
  • 20 DAYS IN MARIUPOL – Mstyslav Chernov, Michelle Mizner and Raney Aronson-Rath – გამარჯვებული

მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი

  • THE ABCS OF BOOK BANNING – Sheila Nevins and Trish Adlesic
  • THE BARBER OF LITTLE ROCK  – John Hoffman and Christine Turner
  • ISLAND IN BETWEEN – S. Leo Chiang and Jean Tsien
  • THE LAST REPAIR SHOP – Ben Proudfoot and Kris Bowers – გამარჯვებული
  • NǍI NAI & WÀI PÓ – Sean Wang and Sam Davis

დოკუმენტური მოკლემეტრაჟიანი ფილმი

  •  THE WONDERFUL STORY OF HENRY SUGAR Wes Anderson and Steven Rales – გამარჯვებული
  • THE AFTER Misan Harriman and Nicky Bentham
  • INVINCIBLE Vincent René-Lortie and Samuel Caron
  • KNIGHT OF FORTUNE Lasse Lyskjær Noer and Christian Norlyk
  • RED, WHITE AND BLUE Nazrin Choudhury and Sara McFarlane

გამარჯვებულებს და ნომინანტებს სრულად გაეცანით აქ.