„კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმის საქმეში ბრალდებულებმა დაპატიმრება გაასაჩივრეს

პუბლიკა

მოსკოვში „კროკუს სითი ჰოლში” მომხდარი თავდასხმის საქმეში ბრალდებულმა ამინჩონ და ისროილ ისლომოვებმა სასამართლოს დაკავების ბრძანება გაასაჩივრეს – ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის განიხილება მათი საჩივარი.


„კროკუს სითი ჰოლში”, მომხდარი სროლისა და აფეთქების შედეგად, ბოლო მონაცემებით, 143 ადამიანი დაიღუპა. რუსული სახელისუფლებო მედიის ცნობით, მიმდინარეობს დაღუპულების იდენტიფიცირება.

FSB-მ 23 მარტს 11 დაკავებულის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია და განაცხადა, რომ ისინი გაქცევას „რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან ცდილობდნენ”.

უსაფრთხოების ძალებთან დაკავშირებულმა არხებმა გაავრცელეს ვიდეოები, სადაც დაკავებულების წამებაა ასახული – ერთ-ერთ ბრალდებულს მოაჭრეს ყური და ელექტროსადენებით აწამეს.