დღეს გამოვლენილი 7 შემთხვევიდან 4 ახალი კლასტერია - ენდელაძე

პუბლიკა

„დღეს დადასტურებული 7 შემთხვევიდან 4 ახალი კლასტერია. ეს არ არის შიდა გადადება.  ისინი ამერიკიდან ჩამოვიდნენ”. – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელძღვანელმა, მარინა ენდელაძემ  უთხრა.

მისივე თქმით, დანარჩენი 3 პაციენტის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

„მათი მდგომარეობა მძიმე არ არის. ისინი იყვნენ თვითიზოლაციაში“. – ამბობს ენდელაძე. მისი ინფორმაციით, აპ პაციენტებიდან 2 ერთი ოჯახის წევრია.
_______________

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 61-მდე გაიზარდა. დღეს ქვეყანაში 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

დღეისთვის საქართველოში კორონავირუსის გავრცელების სურათი ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 61
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 8
  • კარანტინის რეჟიმში – 3320
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 235