საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 66-მდე გაიზარდა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 66-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

კარანტინის რეჟიმშია 3320 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 235 პირი.

ინფორმაციისთვის, 66 ადამიანიდან 8 გამოჯანმრთელებულია.