აქციაზე ცრემლსადენი გაზი გაუშვეს

პუბლიკა

პოლიციამ აქციაზე ცრემლსადენი გაზი გაუშვა.

მანამდე ისინი წიწაკის სპრეის იყენებდნენ.

ვითარება დაძაბულია რუსთაველის გამზირსა და ჭიჭინაძის ქუჩაზე. პოლიციამ ფიზიკურად იძალადა მოქალაქეებზე.

მანამდე შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომ პოლიციამ „მართლწესრიგის აღდგენის მიზნით” კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები გამოიყენა.

აქცია არ იშლება. მოქალაქეები კვლავ აგრძელებენ რუსული კანონის გაპროტესტებას.

პარლამენტთან ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც პარლამენტის პლენარული სხდომის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე შენობის ერთ ჭიშკართან ჟურნალისტები განლაგდნენ, მეორე მხარეს კი მოძრაობა „ახალის” წევრები, რათა დეპუტატებისთვის დისკომფორტი შეექმნათ.