საქართველოს სათვისტომო შვეიცარიაში ეწინააღმდეგება მოქალაქეების დევნას და რუსულ კანონს

პუბლიკა

საქართველოს სათვისტომო შვეიცარიაში საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას აქვეყნებს.

მასში ხაზგასმულია, რომ „სამწუხაროდ, საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა ღიად უპირისპირდება ქართველი ერის  მრავალსაუკუნოვან მისწრაფებას, მის ურყევ, კონსტიტუტციაში ასახულ  ნებას გახდეს ევროკავშირის წევრი”.

შვეიცარიაში მცხოვრები ქართველების შეფასებით, „საქართველოს ხელისუფლების დღევანდელი პოლიტიკა ემსახურება რუსეთის ფედერაციის იმპერიულ (გავლენის სფეროს გაფართოების) მიზნებს და არა ქართული სახელმწიფოს  საქმეს, მის ინტერესებს”. 

„ემიგრანტების ფიზიკურად შორს ყოფნა სამშობლოსგან, არანაირად ამცირებს მათ მხარდაჭერას ქართველი ხალხის ურყევი მისწრაფებისადმი, გახდეს საქართველო ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილი.

რუსეთის დე-ფაქტო იმპერია, მისი აგრესიული საგარეო პოლიტიკა, ვერ გაუწევს წინააღმდეგობას ჩვენი ქვეყნის  სვლას ამ გზაზე. ჩვენ გვწამს, რომ საქართველო გაიმარჯვებს!

მოვუწოდებთ:

  • ხელისუფლების სამსახურში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს  შეწყვიტონ პატრიოტთა უკანონო დევნა, დადგნენ ქართული სახელმწიფოს ინტერესების სამსახურში და შეუერთდნენ საყოველთაო სამოქალაქო მოძრაობას. ჯერ კიდევ არ არის გვიან!
  • გაიწვიეთ კანონპროექტი და დაიწყეთ ევროკავშირში გაწევრიანების გეგმის შესრულება!

ჩვენ, ქართველი ემიგრანტები, როგორც ქართველი ხალხის განუყოფელი ნაწილი, ვდგავართ მის  გვერდით და ვემსახურებით მას. დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველო ძალიან მალე აიხდენს თავის საუკუნეობრივ ოცნებას და საბოლოოდ დაიმკვიდრებს თავის კუთვნილ ადგილს თანამედროვე სამართლებრივ,  დემოკრატიულ ევროპულ სახელმწიფოთა შორის”. – ნათქვამია განცხადებაში.