ნიკა გამყრელიძე კლინიკურად გამოჯანმრთელებულია - ენდელაძე

პუბლიკა

ინფექციური საავადმყოფოს ექიმის, მარინა ენდელაძის თქმით, ნიკოლოზ გამყრელიძე, რომელიც კორონავირუსით არის ინფიცირებული კლინიკურად გამოჯანმრთელებულია და რადიოლოგიურად კარგი მდგომარეობა აქვს.

„ნიკა გამყრელიძე კლინიკურად გამოჯანმრთელებულია, რადიოლოგიურად კარგი მდგომარეობა აქვს, მაგრამ ჯერჯერობით დაკვირვებას ვაწარმოებთ და ერთ-ორ დღეში აუცილებლად გაეწერება”, – განაცხადა „TV პირველის“ ეთერში მარინა ენდელაძემ.

საქართველოში დღეის მდგომარეობით კორონავირუსით 73 ადამიანია ინფიცირებული. ჯამში გამოჯანმრთელებულია 10 ადამიანი.